პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი კობა დავითაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დავითაშვილმა განაცხადა, მას არ გაჰკვირვებია ამგვარი შედეგების გამოქვეყნება.
,, გამიკვირდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვა შედეგი რომ გამოექვეყნებინა. ნდობას რაც შეეხება რატომ უნდა ვენდო მათ შედეგებს?", _განაცხადა დავითაშვილმა.
შგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ამერიკულ კვლევითი კომპანიიის „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერის (Greenberg, Quinlan, Rosner Research) მიერ ჩაატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე ,,დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემდით ხმას არჩევანი რომ იყოს შემდეგი"? ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქარაძეს გამოკითხულთა 22% უჭერს მხარს, კოალიცია ,,ქართული ოცნების"' საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს რესპონდენტთა 43%, ,,დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს კი გამოკითხულთა 8% უჭერს მხარს, რაც შეეხება ,,ლეიბორისტული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნათელაშვილს მას გამოკითხულთა 5%, ხოლო ,,ქდმ"-ს" საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი თარგამაძეს რესპონდენტთა 1% უჭერს მხარს, ასევე 1% -იანი მხარდაჭერით სარგებლობას ,,ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი კობა დავითაშვილი.