ექსპერტ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც სერიოზული რეიტინგი არ აქვთ ცდილობენ საგარეო პოლიტიკით თავი ~გამოიჩინონ~.
~ბურჯანაძე-ნოღაიდელი საქართველოში სერიოზულ რეიტინგი არ აქვთ, ამიტომ სურთ საგარეო პოლიტიკით თავი გამოიჩინონ და მოსახლეობა დააჯერონ, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები არიან. მათი მიზანია, საზოგადოებას დაანახონ, რომ მათ რუსეთის ხელისუფლებასთან მიესვლებათ და ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლიათ~, - განაცხადა ~ჯი-ეიჩ-ენთან~ საუბრისას გოგოლაშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, ამ დროისთვის რუსეთმა საქართველოში ძნელია სერიოზული დასაყრდენი ძალა მონახოს. ამიტომ კრემლი კმაყოფილდება იმითაც, რომ ნებისმეირ პოლიტიკურ ძალასთან ურთიეთობას აყარებს.
~მოსკოვითვის ამ ეტაპზე ბურჯანაძე-ნოღაიდელითან ურთიერთობა განასკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ და მათ ყველა კარგად იცნობს. რუსეთი კი ამას საკუთარი პიარისთვის გამოიყენებს. კრემლი ეცდება ევროპა დაარწმუნოს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მათთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ურთიერთობის დაწყებაზე თანხმობას გამოთქვავენ~, - აღნიშნა გოგოლაშვილმა.