ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% თვლის, რომ ის არის თავისუფალი, - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღაიბაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში "დიდი პოლიტიკა". მისივე თქმით, ეს არის რეალური დემოკრატია.
"ასობით ადამიანი იღუპებოდა ციხეებში. არცერთი საქმე არ იყო გამოძიებული. და საზოგადოებას კითხვის დასმი უფლებაც კი არ ჰქონდა. მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% თვლის, რომ ის არის თავისუფალი და მას შეუძლია ნებისმიერ თემაზე თავისუფლად ისაუბროს, გააკრიტიკოს მთავრობა. ეს არის რეალური დემოკრატია. ეს არის რეალური თავისუფლება. ეს არის ხალხის თავისუფლება", - განაცხადა რარიბაშვილმა.