ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბათუმის მერის ინფორმაცით, ხელშეკრულების ფარგლებში, დაგეგმილია სანიაღვრე ქსელის მოწყობა, ტროტუარისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია, ავტოსადგომების, გაზონებისა და გარე განათების მოწყობა. დღეს, მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,არნაბი-21" ასრულებს. აღმაშენებლის ქუჩის რეკონსტრუქცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო და, ხელშეკრულების შესაბამისად, 2014 წლის 31 ივლისამდე უნდა დასრულდეს. აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 741 ათასი ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები