"ექსპერტებთან შეხვედრის დროს ადეიშვილთან დაკავშირებით ჩემმა გამონათქვამმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია და მე დღესაც გავიმეორებ მაშინ რაც ვთქვი, მართლაც ნიჭიერი კაცი ჩანს და მე მის ყველა ნიჭს პატივს ვცემ,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, "ყველა ნიჭი პოზიტივში უნდა მოხმარდეს და საზოგადოების სასარგებლო უნდა იყოს და არა - დამანგრეველი, შესაბამისად, ეს არ ათავისუფლებს ადეიშვილს პასუხისმგებლობისგან".
"ჩემი დამოკიდებულება იმასთან, რომ სისტემები შეიქმნა, შეიქმნა არაკორუფციული და ეს მოახერხა ადეიშვილმა. ჯგუფში, "ნაციონალური მოძრაობის, ეს იყო გამორჩეული რასაც მე ვუყურებ. თუ გინდ მისი ქმედება - დასვნა გააკეთა სწორი, გააცნობიერა რეალობა იმ კაცმა და წავიდა სადღაც. ესენი კი, ახლაც აგრძელებენ იგივეს და საზოგადოებაში აგრესიას იწვევენ თავიანთი ქმედებებით იმის ნაცვლად, რომ სახე შეინარუნონ. რა თქმა უნდა ის, რომ ადეიშვილმა თუ მოახდინა რიგი კანონდარღვევები, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს და არა - მე. იმ ეჭვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს, მეც ვიზიარებ და ვუერთდები. ჩემი გამონათქვამები არ ათავისუფლებს მას და მე არ ვერევი არც პროკურატურის და არც სასამართლოს საქმეებში. ეს პროცესები თავისთავად გაგრძელდება და თავისთავად ნახავს საზოგადოებაც ამას და მათ შორის ადეიშვილთან დამოკიდებულებაც გასაგები იქნება,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანშვილი დღეს ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებს და პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდა. პრემიერის და ჟურნალისტების აუდიენცცია დაახლოებით, 4 საათი გაგრძელდა.