პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეჩერებული პროექტები თბილისის შემოვლითი რკინიგზა, აეროპორტის ასაფრენი ზოლი, ლაზიკა, თეთნულდის კურორტი დაათვალიერა. როგორც ჟურნალისტებთან სააკაშვილმა განაცხადა აუცილებელია ეს პროექტები გაგრძელდეს.
,,შეჩერებული პროექტები მიზეზია იმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურის, შემოსავლის გარეშე რჩება, სწორედ ამის შედეგადაა ეკონომიკაში სტაგნაციაში, ამის შედეგია, რომ საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები ექმნება. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რომ ერთმანეთს კი არ მოვუგოთ ნიშანი, არამედ გავაკეთოთ. თუ უნდათ ლაზიკას ნუ დაარქმევენ დაარქვან ნიუჭორვია, ამაზეც არ მაქვს პრობლემა. მთავარია გააკეთონ, რაც უნდათ ის დაარქვან", _ განაცხადა სააკაშვილმა.