,,შესაძალოა ჩემი პოლიტიკიდან წასვლამდე აშშ-ში ვიზიტი ვერ მოხერხდეს", _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ივანიშვილის განმარტებით, თუ მისი აშშ-ში ვიზიტი ვერ შედგა ტრაგედია ამაში არაფერია.
,,მე არ ვთვლი, რომ ეს არის ტრაგედია და იგივე ვუთხარი რიჩარდს. ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო მეგობრბული ურთიერთობა, რაც აუცილებელი იყო ჩვენს ყველაზე დიდ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელსაც დიდი მადლიერებით მოვიხსენიებ. ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ ამერიკის ხარჯზე ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ დავთმოთ მათი პოზიციები. ჩვენ უნდა მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ამერიკის ინტერესები ჩვენ ქვეყანაში არ შესუსტდეს და უფრო გაღრმავდეს. ამ მხრივ ჩვენ კარგი ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ გავაღრმავეთ ამ სახელმწიფოსთან ჩვენი ურთიერთობები. დაპატიჟება მე მივიღე, შეურაცხყოფას ვერ იგრძნობს ქართველი ხალხი, მეც არ მაქვს უკმაყოფილების გრძნობა, პირველივე დაპატიჟება მე მქონდა აშშ-ში, რაზეც მე გამოვედი საჯაროდ და ვთქვი, რომ არ არის დრო საუკეთესო. არ წავსულვარ, მაგრამ უფრო მეტი გაკეთდა და სწორად გადალაგდა ურთიერთობები ჩვენს პარტნიორთან", - განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორალანდი პროფესიონალი, პატიოსანი ადამიანია. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"კიდევ ერთხელ მადლიერებით მოვიხსენიებ ბატონ ნორალნდს, რომელიც არის ძალიან ეფექტური, პროფესიონალი, პატიოსანი დ უპატიოსნესი, არავის შეეპაროს ეჭვი ,,ნაციონალური მოძრაობიდან", რომ ჩვენ რამეს ვაჭარბებთ. დასაწყისში იოგის მასწავლებლობა შევთავაზე და მითხრა ეს კორუფციას ჰგავსო. ასეთი კაცი გახლავთ ბატონი ნორლანდი. ამ დროს არის ძალიან ენერგიული, თვეებითაა ჩემზე უფროსი, ბევრს ვხვდებით, ბევრს ვმუშაობთ. ყველა სამინისტროში და სფეროში აქვს აქტიური ქმედებები, ბევრი ჩამოდიან ამერიკიდან და ბევრი შეხვედრებიც გვქონდა. ვერავინ იტყვის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გაუარესდა ურთიერთობა ძირითად პარტნიორთან"_ განაცხადა ივანიშვილმა.