ბიძინა ივანიშვილი: რიჩარდ ნორლანდს იოგის მასწავლებლობა შევთავაზე და მითხრა ეს კორუფციას ჰგავსო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორალანდი პროფესიონალი, პატიოსანი ადამიანია. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"კიდევ ერთხელ მადლიერებით მოვიხსენიებ ბატონ ნორალნდს, რომელიც არის ძალიან ეფექტური, პროფესიონალი, პატიოსანი დ უპატიოსნესი, არავის შეეპაროს ეჭვი ,,ნაციონალური მოძრაობიდან", რომ ჩვენ რამეს ვაჭარბებთ. დასაწყისში იოგის მასწავლებლობა შევთავაზე და მითხრა ეს კორუფციას ჰგავსო. ასეთი კაცი გახლავთ ბატონი ნორლანდი. ამ დროს არის ძალიან ენერგიული, თვეებითაა ჩემზე უფროსი, ბევრს ვხვდებით, ბევრს ვმუშაობთ. ყველა სამინისტროში და სფეროში აქვს აქტიური ქმედებები, ბევრი ჩამოდიან ამერიკიდან და ბევრი შეხვედრებიც გვქონდა. ვერავინ იტყვის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გაუარესდა ურთიერთობა ძირითად პარტნიორთან"_ განაცხადა ივანიშვილმა.