"ყველას გილოცავთ ბიძინობას!,"- ამის შესახებ მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყველას გილოცავთ ბიძინობას! მაშინ ბიძინა ივანიშვილის გარდა მართლა არავის ეგონა, რომ ასე მარტივად გაიმარჯვებდა „ქართული ოცნება". ბატონო ბიძინა, თქვენ ქვეყნის და ერის მხსნელი ხართ!" - განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის ცენტრალურ ოფისთან "ქარტული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა საზეიმო შეკრება გამართეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრნენ.