საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შინაგან საქმეთა სამინისტროს „თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების საქმის გახსნას ულოცავს. ამის შესახებ თბილისში, იუსტიციის სახლის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ობიექტური ჭეშმარიტების იმედი ყველას გვქონდა. ყველას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ აღნიშნული დანაშაული გამოძიებულია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე მოეფინება ნათელი იმ შეკითხვებს, რომლებიც გვქონდა: არის თუ არა ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი, არის თუ არა ეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული; იყო თუ არა კამპანია, რომელიც, როგორც გახსოვთ, იმ ტრაგიკულ დღეებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აგორდა. დიდი იმედი მაქვს გამოძიება ამ შეკითხვებზე პასუხს საზოგადოებას ძალიან მალე გააცნობს", _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ „თალიბანის" სახელით საქართველოს წინააღმდეგ მუქარის შემცველი ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 6 ივნისს გავრცელდა.