პარლამენტში, მიდმინარე ეკონომიკურ დებატებზე, უმცირესობის დეპუტატმა გია თევდორაძემ პარლამენტში ეკონომიკის თემაზე მიმდინარე დებატებზე ქვეყნის მასშტაბით გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი წარმოადგინა.
დეპუტატის თქმით, დღეს ქართველ ხალხს პური აკლია და მხოლოდ სანახაობით ხელისუფლება ფონს ვერ გავა.
„მე წარმოგიდგენთ შიშველ ფაქტებს შეჩერებულ პროექტებზე და მეეჭვება რეგლამენტით გათვალისწინებული დრო საკმარისი იყოს. თითოეული ეს პროექტი იმ რეგიონისათვის მნიშვნელოვანი იყო, სადაც უნდა განხორციელებულიყო. პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, გაზის კომუნიკაციების,რეგიონებში წყლის სათავე-ნაგებობების მოწესრიგებას, რაჭა-ლეჩხუმში ლოკალური ჰესების მშენებლობას შეეხებოდა. ეს პროექტები განხორციელების შემთხვევაში რამდენიმე ათას სამუშაო ადგილსა და რამდენიმე ასეულ ლარის შემოსავალს ნიშნავდა. ქვეყნის დანაშაული უმოქმედობაშია. დღესაც გთავაზობთ და გეუბნებით, რომ ერთად დავსხდეთ და ვიფიქროთ, ვიზრუნოთ ამ სამუშაოებზე," - განაცხადა თევდორაძემ.