სახელმწიფო მინისტრი რეიტენგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი გალში არსებული ბაღებიდან იმ მოსწავლეების გამოყრას ვისაც ქართული დაბადების მოწმობები აქვთ ეთნიკური წმენდის გაგრძელებად მიიჩნევს. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ზაქარეიშვილმა ამ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვანი რეაქცია მოჰყვება.
„გალის დეფაქტო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა დაიწყოს იმ ბავშვების გამორჩევა ვისაც აქვთ ქართული დაბადების მოწმობები, ეს არის ეთნიკური წმენდის გაგრძელება. ამ ყველაფერს საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სერიოზული რეაქცია ექნება", - განაცხადა ჟურნალისტებთან პაატა ზაქარეიშვილმა.