საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მისთვის უცნობია მართავს თუ არა მათი თანაგუნდელი პაატა ლეჟავა კონსულტაციებს „ქართულ ოცნებასთან." მაჭავარიანის თქმით ისინი, გუშინ ფრაქციის სხდომაზე ერთად იყვნენ და მსგავსი რამ ლეჟავას არ განუცხადებია.
„ვერაფერს გეტყვით ლეჟავას „ქართულ ოცნებაში" გადასვლასთან დაკავშირებით. ის გუშინ ფრაქციის სხდომაზე იყო. ვფიქრობ, რომ ის არსად გადასვლას არ აპირებს. ის ჩემი მეგობარია და მან ბევრი რამ გააკეთა ვანში იმისათვის, რომ შენარჩუნებულიყო „ნაციონალური მოძრაობის" ერთობა."- ამბობს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, რომ ლეჟავა „ნაციონალური მოძრაობის" რიგების დატოვებას აპირებს და ამისათვის ის კონსულტაციებს „ქართულ ოცნებასთან" მართავს.
მასალის გამოყენების პირობები