საქართველოს მთავრობის ჩათრევა კონფრონტაციაში - არ მოხდება. აცხადებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დვანში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.
„სამი სახლიც ბევრია ნამდვილად, მაგრამ საუბარია სამ სახლზე სამ შენობაზე, რომელიც ფრონტის დროს, ომის დროს იყო დაზარალებული. იქ მოსახლეობა არ ცხოვრობდა რეგულარურად, მათ ჰქონდათ სხვა საცხოვრებელი.
თუმცა დამნახავმა უნდა დაინახო რამდენად პრინციპულია ახალი მთავრობა და რამდენად ცდილობს, რომ არ ჩაერიოს და არ მოხდეს მისი ჩათრევა კონფრონტაციაში რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში და ზარალი არ იყოს კატასტროფული ქვეყნისათის", _ აცხადებს ზაქარეიშვილი.