„თქვენ ნახავთ, მიშას დაიჭერენ, სწორედ ამას ელის ჩვენი მეგობარი ივანიშვილი", _ განაცხადა ჟურნალისტმა, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის" მიმომხილველმა მატვეი განაპოლსკიმ ტელეარხ „დოჟდის" გადაცემა „კოზირევ ონლაინ"-ში საუბრისას.
„თქვენ ნახავთ, რომ მიშას დაიჭერენ, მაშინვე როგორც კი მისი საქართველოს პრეზიდენტობის ვადა ამოიუწურება, იმიტომ, რომ სწორედ ამას ელის ჩვენი მეგობარი ივანიშვილი",_ აცხადებს განაპოლსკი და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მომავალი არც თუ ისე პირქუში იქნება.
„ის არ იქნება ძალიან პირქუში. საქმე იმაშია, რომ ახლა მერაბიშვილი ზის და კიდევ სხვა მეგობრები ზიან, რომლებიც რუსეთის მეგობრები სულაც არ არიან. იქ არის პრობლემა მტკიცებულებების ნაწილთან დაკავშირებით.
ძალიან მალე ჩვენ გავიგებთ თუ რა მტკიცებულებები არსებობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ყველაზე მთავარ მოხდება თუ არა იმის დამტკიცება, რომ მან მოკლა, მოკლა ფართო გაგებით - დაწყებული იქიდან თუ პირადად ჩაარტყა თუ არა მას საფერფლე, თუ იცოდა რამე ნამდვილი ფაქტების შესახებ და დაფარა, თუ ორგანიზება მოახდინა ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
მათ უყვართ საიდუმლოების შენახვა და შესაძლოა კვერცხი ქრისტეს აღდგომის დღისთვის იყოს ძალიან ძვირფასი, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ხანი მას მოუწევს იზოლატორში ჩაჯდომა და მერე მას სავარაუდოდ გამოუშვებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის სააკაშვილი უკვე უინტერესო იქნება - მას ასეთი პირადი ანგაროიში აქვს - შენ მე მერჩოდი არჩევნებამდე , ახლა მე გერჩი და გიმტკიცებ შენ ვინ არის აქ მთავარი", _ აცხადებს მატვეი განაპოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები