ხვალ, 5 მარტს, 14.00 საათზე, "თბილისი ივენთ ჰოლში" პრესკონფერენცია გაიმართება ქართველი ვარსკვლავების და ახალბედა შემსრულებლების ერთობლივი კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც "სთეფ რეკორდსის" და თბილისის მერიის ორგანიზებით, 14 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონცერტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, მათთან ერთად პრესკონფერენციას დაესწრებიან მერიის წარმომადგენლები და კონცერტის მონაწილეები: ირინა თაბორიძე და თჰე Gეორგიანს, ლექსენი და Kეტრინე ანდ Mე, სოფო ხალვაში და ABჩ, მაია დარსმელიძე და ღემა, ქეთათო და ვიტამინი, სალომე კორკოტაშვილი და Mირრორ Iლლუსიონ, თიკა ფაცაცია და Pპორნოპოეზია, ეკა მამალაძე და თჰე Fორესტ.
პრესკონფერენციის მსვლელობისას იგეგმება საკონცერტო მუსიკალური ნომრის შესრულება.