საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს ყველა მთავრობის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ქვეყანა კიდევ და კიდევ დააახლოვოს ევროპასთან.
როგორც ბოკუჩავამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 68-ე სესიაზე პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა, სააკაშვილმა ქვეყნისთვის მნი)სვნელოვან ყველა ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
"პრეზიდენტი არ საუბრობდა არანაირ შიდა დაპირისპირებაზე, რაც დღეს არსებობს საქართველოში, არამედ იგი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა ევროპისკენ და აბსოლუტურად ყველა მთავრობის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ჩვენ კიდევ და კიდევ დაგვაახლოვოს ევროპასთან,"- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიუ იორკის დროით 18:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 68-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე საგარეო საფრთხეებზე და საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულებაზე ვრცლად ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.