"საერთშორისო თანამეგობრობასთან დაახლოების დარგში წინა ხელისუფლებასთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექპერტებთან გამარტულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, ამჟამად საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ყველა ბერკეტი "მაქსიმუმზე აქვს აწეული" და ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელია, რადგან თავად ევროპის ქვეყნებს და ამერიკას აქვთ რუსეთთან ურთიერთობები დასალაგებელი და საქართველოს გამო, საქმეს არავინ გაიფუჭებს.
"პრინციპულად, ან ევროპა ან ამერიკა ამაზე მეტად რუსეთთან ჩვენს გამო კონფრონტაციაში რომ შევიდეს, არ გამოვა. არა არის ასე, არ მოდიან მეტზე, გვეუბნებიან, რომ - არა, იმის იქეთ არა, რუსეთსაც ელაპარაკებიან და რაღაც დონე არის მიღწეული. საერთოდ, ეს ასეა, რომ ჩვენი საქმე ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ, დავალაგოთ, მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროპას და ამერიკასაც რა თქმა უნდა, ძალიან მაგრად გვიდგანან მხარში, მაგრამ ჩვენს გამო რუსეთთან დამოკიდებულებას ტოტალურად არავინ შეიცვლის,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.