,,სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის განაცხადებით, ყოველდღიურად იზრდება ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერების რაოდენობა. როგორც ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ბათიაშვილმა განაცხადა ამ გარემოებამ კოალიცია ,,ქართულ ოცნებასა" და ,,ნაცმოძრაობაში" განგაშის ზარი გამოიწვია.
"უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება დედაქალაქსა და ჩვენს რეგიონებში ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა გაზრდა. ამის შესახებ კარგად იციან ჩვენმა კონკურენტებმა და საზოგადოებს დიდმა ნაწილმა. ამან განგაშის ზარი გამოიწვია "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" შტაბებში. ფაქტია რომ ადგილი აქვს ურთიერთგარიგებასა და ფარულ ალიანს „ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის", - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.