"საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას,"- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანთან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესის კომენტირებისას ისაუბრა.
ნორლანდის თქმით, "თანამედროვე სამყაროში ჩვენ ბარიერებს არ უნდა ვაშენებდეთ, ბარიერებს უნდა ვანგრევდეთ".
"პროექტები, რომლებსაც ჩვენ საქართველოში ვანხორციელებთ, სხვადასხვა იმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ ისრაელთან ერთად ანხორციელებს ამ პროექტებს. ნამდვილი ტრაგედიაა, როდესაც ფერმერები საკუთარ მიწებზე თავისუფლად გასვლას ვერ ახერხებენ და მათ საკუთარი მიწა-წყლის ნახვა არ შეუძლიათ,"- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.