კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარგველაშვილმა განაცხადა ხელისუფლება მზადაა მათი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
,,შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმას, რომ მადლობელი ვართ მათი ასეთი აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენ არ ვედრებით სააკაშვილს და გვინდა ამ არჩევნებს შეხედონ ევროპის თვალით და ის რაც ჩასასწორებელი, ან რაც ანგარიშგასაწევია ამაზე მაღალი ევროპული სტანდარტებით ვიმსჯელოთ ", _განაცხადა მარგველაშვილმა.