ცნობილი ჟურნალიტი, დისიდენტი და ადამიანის უფლებების დამცველი ვალერია ნოვოდვორსკაია საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს "ღალატად" აფასებს. განცხადება ამის შესახებ ვალერია ნოვოდვორსკაიამ პროგრამა "ოსობოე მნენიეში" გააკეთა.
"ამ ვიზიტს დაახლოებით ასე შევაფასებდი: მეორე მსოფლიო ომი, 1943 წელი. აშშ-ს სენატორი მესამე რეიხის დედაქალაქში მიფრინავს ჰიტლერული რეჟმის ხელმძღვანელებთან შესახვედრად და როგორც ნოღაიდელმა გააკეთა მეგობრიბისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს. ეს ღალატია! არც მე და არც არავის საქართველოში არ უფიქრია, რომ ნინო ბურჯანაძე ამ უიმედო გზას დაადგებოდა, ეს ბოლოა და ამით დასრულდა არა მხოლოდ მისი პირადი წესიერება და კეთული სახელი, არამედ ამით დასრულდა მისი პოლიტიკური კარიერაც", _ აცხადებს ვალერია ნოვოდვორსკაია და დასძენს, რომ ბევრს რათქმაუნდა სურს იყოს სატრაპი, მაშინ როდესაც საქართველოს მთლიანად ძალით რუსეთს შეუერთებენ, მაგრამ ეს არასოდეს არ მოხდება!.
"როდესაც მე ვიყავი საქართველოში მე მივხვდი, რომ ეს ვარიანტი არ გამოდგება, ასე რომ ნინო ბურჯანაძეს არაფერი არ გამოუვა, ხოლო მტერთან ასეთი ურთიერთობა კი ეს სრული დისკრედიტაციაა", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია.