პროგრამა "ოსობოე მნენიეში" მიწვეული ცნობილი ჟურნალიტი, დისიდენტი და ადამიანის უფლებების დამცველი ვალერია ნოვოდვორსკაია საქართველოზე ვიზიტის მიმოხილვისას რუს ჟურნალიტებს უცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სინამდვილეში სამაჩაბლო ჰქვია და "კარგი იქნება თუკი რუსი ჟურნალიტები ამას გაითავისებენ".
"სამხრეთ ოსეთს სამაჩაბლო ჰქვია, კაგი იქნება თუკი ამას გაითავისებთ. საქართველოში ვიყავით ყველგან და ყველგან ბოდიშს ვიხდიდით _ ჩვენ, ნაძირლები, პატიებას ვითხოვთ იმისათვის, რომ გორში დგას ძეგლი იმ მშვიდობიანი მოქალაქისა, რომელიც რუსული ტანკებისა და ტყვიებისგან დაიღუპა", _ აცხადებს ვალერია ნოვოდვორსკაია და დასძენს, რომ რუსეტში ფანტასტიური ტყული გავრცელდა მაშინ, როდესაც თქვეს, რომ ქართულმა არმიამ მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ცხინვალი დაცხრილა.
"არავის ცხინვალი არ დაუცხრილავს მაშინ როდესაც იქ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. იმ მომენტში იქ უკვე აღარავინ აღარ იყო. არავის არ უცდია ძალით სამაჩაბლოს დაბრუნება", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია.