,,სანამ თბილისს არ გაყოფენ დვანივით და დიცივით მანამდე უნდა უყუროთ ამ ყველაფერს და ვიყოთ ჩუმად?", _ განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ,,ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების კომენტირებისას.
"ჩვენი ხელისუფლება რატომღაც მიიჩნევს რომ სათანადო გამოხმაურება არ უნდა მოჰყვეს იმას რაც ქვეყანაში ხდება. ნეტარი სახის განცხადებები სხვადასხვა სამინისტროების მიერ არანაირ შედეგებს არ იძლევა. ეს არის მეორე უკიდურესობა "ნაცმოძრაობის" პოლიტიკისგან განსხვავებით. სანამ თბილისს არ გაყოფენ დვანივით და დიცივით მანამდე უნდა უყუროთ ამ ყველაფერს და ვიყოთ ჩუმად?", - აცხადებს ასათიანი.