რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი აბელცევის განცხადებით, "ნინო ბურჯანაძე რომ არაფერს წარმოადგენდეს, პუტინი არ შეხვდებოდა".
"თუ ბურჯანაძე პუტინს ხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას გარკვეული პოტენციალი და მონაცემები აქვს. ის რომ არაფერს წაროადგენდეს, პუტინი არ შეხვდებოდა", - განუცხადა აბელცევმა რუსეთის პრემიერისა და ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისას ქართველ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, ბურჯანაძეს შეუძლია საქართველოს პრეზიდენტი გახდეს, თუკი პატრიოტულად განწყობილ და პრაგმატულად მოაზროვნე ხალხს დაეყრდნობა.
ამასთან, დუმის დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტს რჩევასაც აძლევს და აცხადებს, რომ "მიხეილ სააკაშვილმა უნდა იცოდეს, როგორ მოექცეს ისეთ დიდ სახელმწიფოს, როგორიც რუსეთია".
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრა რუსეთის დროით 18:00 საათზეა დანიშნული.