ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს, ვინაიდან სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას.
„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს ხელშეუხებელი, რომ ეს არის საქართველოს საერთაშორისო ნორმების მიხედვით აღიარებული საზღვრები და ამ საზღვრებს შიგნით ხდება სწორედ ამ მავთულხლართების გავლება. ეს პრინციპულად არასწორი მიდგომაა, როდესაც ბატონი კარასინი ამბობს, რომ ჩვენ ვითომ ხელოვნურად ვძაბავთ სიტუაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვართან. ასეთი საზღვარი არ არსებობს, რადგან სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან განხორციელებული რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების ქმედებები „აბსოლუტურად კანონიერია".