,,პრემიერის თანამდებობის დასაკავებლად თუ ჩვენი გუნდის წევრზე შეჩერდება არჩევანი სწორი და კარგი იქნება", _განაცახადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა TV-3-ის გადაცემა ,,დიდ პოლიტიკაში" სტუმრობისას. წულუკიანის განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად ვინა განიხილება ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად.
,,მე არ ვიცი ვისზე არის, ან ვისზე შეიძლება იყოს საუბარი, ჩემთან ამგავრი საუბარი არც ერთხელ არ შემდგარა კონსულტაციების კუთხით. თითოეულ ამ ადამიანთან, ჩემი გუნდი წევრებთან მაკავშირებს კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობა და მჯერა, რომ თუკი რომელიმე მათგანზე შეჩერდება ყურადღება ეს იქნება მხოლოდ სწორი და კარგი. რაც შეეხება ახლად დასახელებულ დავით უსუფაშვილს მე მასზე ბევრჯერ მითქვამს ეს ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ახერხებს იმას, რასაც ბევრი ჩვენთგანი ვერ მოახერხებდა კონსენსუსის გზით სიარულს და მას აქვს ბევრი მოთმინება. ასევე არაერთი ღირსება აქვს ის სამ კანდიდატს რომელზეც საუბარია", _განაცახადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერის გადაწყვეტილებას კოალიციის არც ერთი წევრი მხარს არ უჭერდა.
,, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას არცერთი მისი გუნდის წევრი, მეც მათ შორის მეც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ მან გვთხოვა მხარდაჭერა იმისთვის, რომ მან შეძლოს ამ ნაბიჯის გადადგმა. აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანი ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას მშვიდ გარემოში. საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, როგორც პოლიტიკაში მოსვლის, ასევე წასვლის გადაწყევტილების უნარი როდესაც ადამიანს აქვს ეს მართალია ქართულ პოლიტიკაში პრემიერაა, მაგრამ კარგი პრეცედენტია ჩვენი სწორად განვითარებისთვის', _განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსა და დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის კანდიდატურა განიხილება.