საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში იმყოფებოდა. კაბალში, წნორსა და ლაგოდეხში მან ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა და საპრეზოდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. ბურჯანაძის განცხადებით მისი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება და გაყალბებას ისინი არ დაუშვებენ:
„კომისიებში იწყება გარიგებები, არის გაყალბების მცდელობები. მე მინდა ყველა გავაფრთხილო, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან არჩევნების გაყალბება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ!"
„ძალიან დიდია მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან და მე ვხედავ, რომ ეს მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება. ადამიანები სწორად აფასებენ მიმდინარე მოვლენებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნებში გამარჯვებას ნამდვილად მოგვიტანს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ წნორის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.
„ამავდროულად აქაც დაისვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიებში იწყება გარიგებები, არის გაყალბების მცდელობები. მე მინდა ყველა გავაფრთხილო, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან არჩევნების გაყალბება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ნურც შეეცდებიან. მე ვერ გეტყვით, რომ ამ ადამიანებმა ზუსტად იციან ჩემი საარჩევნო პროგრამის დეტალები, მაგრამ საერთო ხედვას, რასაც მე ვაყალიბებ ამას ნამდვილად აქვს დიდი მხარდაჭერა. ადამიანები მოდიან გაცნობიერებულნი, იციან რატომ მიჭერენ მხარს და ეს კიდევ უფრო მიმყარებს განცდას, რომ მათი მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებ."-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.