"ამ მოხსენებაში მე მაქვს ორი ძირითადი გზავნილი - ერთი გახლავთ ის, რომ შევცვალოთ ახლო წარსული და ეს გავაკეთოთ ადამიანის უფლებების სრული დაცვით", - განაცხადა კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამერბერგმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, ათასობით საჩივარია შესული როგორც პროკურატურაში, ისე ომბუდსმენის ოფისში. თითოეული ეს საჩივარი მოითხოვს დეტალურ შესწავლას.
"ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება არ იყოს პოლიტიზებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და მნიშვნელოვანია ეს თავიდან ავიცილოთ და არ მოხდეს ამ პროცესის პოლიტიზება. ესაა პირველი ცალსახა გზავნილი ჩემი მხრიდან", - განაცხადა ჰამერბერგმა