საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშილმა მოსკოვში 4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში გარკვეული ინტრუქციები მიიღო და საქართველოს მთელ მთავრობას ჩამოუტანა.
"ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ხან გადამდგარი, ხან შვებულებაში მყოფი ეგონა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რუსეთის დედაქალაქში. მე ვფიქორბ, ეს საკმაოდ საგანგაშო მოვლენაა. გამომდიანრე იქიდან, რომ 6 დღის მანძილზე მან მიიღო ინტრუქციები რა თქმა უნდა, თავისთვისაც და ალბათ იმ საქმეების წარმოებისთვის, რომლებიც დღეს კრემლს ყველაზე მეტად აინტერესებს. ეჭვი მაქვს, რომ არცილ კბილაშვილმა მთელ მთავრობას ჩამოუტანა ინსტრუქციები,"- განაცხადა გივი თარგამაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი 4 დღიანი ვიზიტით რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდა.