"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საზღვრების გარეშე ვეღარ იცხოვრებენ,"- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.
კარასინის თქმით, "დღეს რომ ეს საზღვრები სახელმწიფო გახდა, იმ აგრესიის ბრალია, რომელიც ბატონმა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელა".
"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გამიზნულად ძაბავენ ვითარებას საზღვრებზე, თუმცა ეს ყველაფერი იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საზღვრების გარეშე ვეღარ იცხოვრებენ. ქართულ მედიაში ხშირად ამბობენ, რომ ხალხს იტაცებენ და გამოსასყიდს ითხოვენ, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ არანაირი გატაცებები არ ხდება. საზღვრის უაკნონოდ გადაკვეთისთვის დაკავებულებს მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას ახდევინებენ. საზღვრები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დადგინდა. დღეს რომ ეს საზღვრები სახელმწიფო გახდა, იმ აგრესიის ბრალია, რომელიც ბატონმა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ზოლს ძალიან მცირე მონაკვეთებზე ავლებენ, რომ ხალხმა დაინახოს, სად გადის საზღვარი. უკონტროლო მიმოსვლა სტაბილურობამდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენი მესაზღვრეები იმ უფლებამოსილებით მოქმედებენ, რომელიც სამხერეთ ოსეთის ხელისუფლებამ მიანიჭა. ამ საკითხებზე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან ქართულმა მხარემ პირდაპირ უნდა ილაპარაკოს. ამისთვის არსებობს მნიშნველოვანი ფორმატი - ჟენევის დისკუსიები. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, რუსეთიც დგამს საქართველოსთვის შემხვედრ ნაბიჯებს. ეს ეხება ვაჭრობას, ჰუმანიტარულ კავშირებს, ავიაციას, ტრანსპორტს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პირისპირ შეხვედრა პრაღაში გუშინ გაიმართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებთან ერთად, სოფელ დიცში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები იყო.