"ვეფხისტყაოსნის" პირველი სტამბური გამოცემის 300 წლისთავთან დაკავშირებით ინგლისურ და ფრანგულენოვანი "ვეფხისტყაოსანი" გამოვიდა.
"ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავი იუნესკოს 36-ე გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით იუნესკოს მონაწილეობით აღინიშნება. წიგნის ინგლისური თარგმანი ეკუთვნის მარჯორი უორდროპს, ხოლო ფრანგული სერგი წულაძეს. ორივე გამოცემა დასურათებულია ს. ქობულაძის მიერ შესრულებული ილუსტრაციებით.
თარგმანები გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. გამოცემას ორგანიზებას უწევდა სსიპ. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით.
აღნიშნული გამოცემები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დაფინანსებით, UNESCO-ს 2012-2013 წლების "მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები