დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება. თეთრი სახლის პრესმდივნის, ქეროლინ ლევიტის თქმით, ღაზას „სამშვიდობო საბჭოს“ პირველ შეხვედრაში 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
„ვიცი, რომ 20-ზე მეტ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, რაც შეხვედრისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ტრიბუნიდან 20 ქვეყნის სიას ხმამაღლა არ წავიკითხავ, მაგრამ მოგვიანებით მოგაწვდით,“ - განაცხადა ლ;ევიტმა.
მან განაცხადა, რომ ამ შეხვედრის დროს დონალდ ტრამპი გამოაცხადებს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებებს, გამოყონ 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღაზას სექტორში რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის, ასევე გაგზავნონ ათასობით ჯარისკაცი და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი ანკლავში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებისა და პოლიციის განსათავსებლად.