„შეხვედრაზე დადასტურებულია პოზიტიური დინამიკა ორმხრივი ურთიერთობებისა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში, სადაც უკვე მიღწეულია კონკრეტული შედეგები", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრელებულ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინისა და რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრას ეხება.
„რუსულ ბაზარზე ქართული ღვინოები, მინერალური წყლები დაბრუნდა, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული სახეობები. სადღეღამისო რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას საქაღტველო-რუსეთის სახმელეთო სასაზღვრო პუქნტი „ზემო ლარსი-ყაზბეგი". აღდგენილია საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა. მიმდინარეობს კონსულტაციები რეგულარული ავიამიმოსვლის აღგენისათვის.
ჰუმანიტარულ სფეროში იზრდება კულტურული, სპორტული, სამეცნიერო, რელიგიური და სხვა ღონისძიებების რაოდენობა, რომლებშიც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდდნენ", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ კარასინმა და აბაშიძემ მომავალი ორმხრივი დიალოგის გაგრძელების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მომავალი შეხვედრა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიგეგმა.