"ქართველი ერი ნამდვილად ვალშია ბიძინა ივანიშვილთან,"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს სპორტის სასახლეში მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის ფარგლებში გამართულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ჭანკვეტაძის თქმით, "საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისი საქველმოქმედი სამიანობით კარგადაა ცნობილი საქართველოს მოსახლეობისთვის და მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედი ქვყნის ისტორიის მანძილზე ძნელად თუ მოიძებნება".
"მე დღესაც ვიცი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ შიოდათ, სწყუროდათ და ძალიან უჭირდათ. ამ ადამიანებს დღესაც შიათ, დღესაც სწყურიათ, მაგრამ მათთვის მთავარი არ არის მატერიალური კეთილდღეობა, მათთვის მთავარია სამშობლოს სიყვარული და ისინი დღესააც ჩვენს გვერდით დგანან,"- განაცხადა ინელი ჭანკვეტაძემ.
მისივე თქმით, "მომავალში რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მისი ყოველი ნაბიჯი სწორი და გამართლებული იქნება".
"ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომელიც ყველამ კარგად ვიცით და ამაზე განცხადებებიც გაკეთებულა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში სწორედ საზოგადოების იმ ნაწილში გადადის, სადაც ყველაზე მეტი გაჭირვებაა, იქ გადაბარგდება და იქიდან დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას,"- აღნიშნა ჭანკვეტაძემ.