ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვალერიან ითონიშვილი არ გამორიცხავს, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ოსური მოსახლეობის ეგიდით დივერსიული ჯგუფების შემოყვანა მოხდეს.
ეს განცხადება ვალერიან ითონიშვილმა დღეს, ფრაქცია "ქრისტიან- დემოკრატების" შეხვედრაზე გააკეთა.
"თუკი დივერსიული ჯგუფების შემოყვანა მოხდება, ეს ცხინვალს რეგიონს დამატებით პრობლემებს შეუქმნის. აქ მთავარი პრობლემა არ არის დარიალის ხეობა, მთავარი არის სწორედ ფრუსოს ხეობა, რომლის ყელი უკავშირდება ჯავას და თუკი ამ ხეობას ხელში ჩაიგდებენ დივერსიული ჯგუფები, საკმაოდ მძიმე პრობლემებია მოსალოდნელი", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" ზემო ლარსის სასაზვრო-გამშვები პუნქტის გახსნის საკითხზე ექსპერტებსა და ისტორიკოსებს ხვდებიან.