საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს რეგიონის მოსახლეობასთან. დღეს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, რაჭის ამომრჩეველს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:
„ძალიან თბილი შეხვედრები იყო რაჭაში, ამბროლაურშიც და ონშიც. თქვენ ხედავდით ადამიანების განწყობას, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ყველანი ვხედავთ როგორ უჭირთ მათ, როგორი მძიმე პირობები აქვთ, რამდენი პრობლემა აწუხებთ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მთაში. აუცილებელია, რომ მთას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, ამუშავდეს მთის კანონი და გაკეთდეს კიდევ ბევრი რამ. სხვა რომ არაფერი, ესენი არიან ადამიანები, რონმლებიც პრაქტიკულად მესაზღვრეების როლსაც ასრულებენ ქვეყნის ამ ტერიტორიაზე. მე ვპირდბი მოსახლეობას, რომ ყველა იმ პრობლემას, რომელსაც ისინი აყენებენ, ნამდვილად გულთან ახლოს მივიტან. მე ვპირდები მათ სამართლიანობის აღდგენას. მე ვიცი, როგორ უნდა მოვუარო მათ პრობლემებს და მე აღვადგენ სამართლიანობას ყველგან და ყველასთვის, რადგან ეს ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა. მე ვარ მართლაც გაოცებულიც და აღფრთოვანებულიც, უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ ამ ადამიანების მიმართ, რადგან ყველას ძალიან კარგად ესმის, თუ არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება არც ეკონომიკური წინსვლა, არც ნორმალური განვითარება. ხალხი პირდაპირ აღნიშნავს, რომ თუ იქნება სამართლიანობა ქვეყანაში, იქნება ბარაქაც და უკეთესი ცხოვრებაც. ასე რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე აღვადგენ სამართლიანობას!"
მასალის გამოყენების პირობები