რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს. როგორც ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დიცში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა საქართველოს მთავრობა სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად ოკუპაციას ვერ უმკლავდება.
,,ოკუპაცია გრძელდება სანამ არ მოხდება დეოკუპაცია. იქამდე სანამ დეოკუპაცია არ მოხდება ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეეებს. ჩვენ დღეს ვეხმარებით იმ მოქალაქეებს ვინც მოჰყვა იმ ბრძოლაში, რომელზეც ვრცელდება ოკუპაცია. როგორც სააკაშვილი ვერ უმკლავდებოდა რუსეთის ოკუპაციას ისე ჩვენ ვერ უმკლავდებით ოკუპაციას, ოკუპაცია გრძელდება. მაშინ ჩვენც სააკაშვილივით უნდა შევახოცოთ ჯარისკაცები რითაც ვერაფერი ვერ მივიღეთ გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ბიჭები დაიღუპნენ, დავკარგეთ ათეულობით სოფელი", _განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების ამოცანაა საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილი მოსახლეობა ადგილზე დარჩეს.
,,იმ მოსახლეობას, რომელიც ჩვენ გვინდა ადგილზე დარჩეს ვაწვდით სასმელ წყალს, ჩვენ მათ ვაწოდებთ სარწყავ წყალს, ჩვენ მათ ვუქმნით პირობებს სოფლის მეორნეობის სამინისტროდან, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, განათლების სამინისტროდან, ჯანდაცვის სამინისტროდან.ჩვენი ამოცანაა მავთულხლართების გაბმას ვუპასუხოთ მოსახლეობის ადგილზე დარჩენისა და დატოვების ფორმით. ამას ვამბობ დღეს კი არა თვეების განმავლობაში. ყოველი ახალი ბოძის დარჭობაზე თქვენ ჩემგან მოითხოვთ კომენტარებს და ყოველი ახალი ბოძის დარჭობაზე მე თქვენ გიპასუხებთ ოკუპაცია გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მოსახლეობის ადგილზე დასატოვებლად", _განაცხადა ზაქარეიშვილმა.