„საქართველოში თუ ყველაფერი ამ გზით წავიდა რა გზითაც მიდის დღეს სიტუაციის არანაირ უკეთესობისკენ ცვლილებას ჩვენ არ უნდა ველოდოთ. როგორც მედიცინაში ასევე პოლიტიკაში განკურნების სამი გზა არსებობს - თერაპია, ეს არის გამაყუჩებელი წამლებით ტკივილების მიყუჩება ანუ დადებილება და ეს არის ქურურგია", _ განაცხადა პოლიტიკური პარტია „იმედის" თავმჯდომარემ ირინა სარიშვილმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„თერაპია ჩემი აზრით გამოდგება მხოლოდ მსუბუქი დაავადებების შემთხვევაში. დღეს რაც საქართველოს სჭირს - ეს მსუბუქ დაავადებად ნამდვილად არ შეიძლება, რომ ჩაითვალოს. სამწუხაროდ დღეს საქართველოს, ხელისუფლებასაც და მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არჩეული აქვს გამაყუჩებელი წამლების მიღების გზა ანუ ის გზა როდესაც ჩვენ თვალების გახელა არ გვინდა, არაფრის მოსმენა არ გვინდა და ბრმად, ერთი ვიღაცის სიძულვილით ისე რომ იმის უკან არ ვიყურებით ვერ ვაკეთებთ სწორ დასკვნებს.
სააკაშვილი ისედაც აღარ იქნებოდა პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილისაც რომ მოენდომებინა მისი პრეზიდენტობა. პრობლემა იყო არა იმაში, რომ სააკაშვილი ჰალსტუხს ჭამს ან ცხვირს ცუდად იხოცავს არამედ ის და მისი ხროვა ემსახურებოდა იმ ბოროტებას, რომელი ბოროტების მსახურობასაც აგრძელებს დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული გუნდი რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების სახითაც.
ეს ყველაფერი მიდის ახალი რეალობის შექმნისკენ პარლამენტში - ეს არის ახალი კოალიცია რესპუბლიკურ-ნაციონალური სადაც აუცილებლად მონაწილეობას მიიღებენ ალასანიას დაჯგუფების წევრებიც", _ განაცხადა ირინა სარიშვილმა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს გადასარჩენად ქურურგიულ მეთოდს ირჩევს.
„ყველამ სწორად გამიგოს - ამ ქირურგიაში მე არ ვგულისხმობ იარაღით გარეთ გამოსვლას, აქ იარაღზე არ არის საუბარი.
ქირურგიული მეთოდის დისკრედიტაცია რამდენჯერმე მოხდა საქართველოში, როდესაც ქუჩაში გამოსული ხალხი მოატყუეს და მათ შორის ეს მოხდა ახლაც, როდესცა ივანიშვილი და მისი კოალიციის წევრები, ვინც სიზმარშიც ვერ ნახავდა საკუთარ პოსტებს, რომ არა ივანიშვილი, ერთხმად უმტკიცებდდნენ ხალხს, რომ აღადგენდნენ სამართლიანობას რაც ყველაზე მთავარია. მათ არა თუ არ აღადგინეს ის სამართლიანობა არამედ პირიქით - უსამართლობის განცდა ხალხში უფრო მატულობს.
ქირურგიულ მეთოდში მე ვგულისხმობ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლას. ეს ეხება იმას რომ თუ საქართველომ სასწრაფოდ არ შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი და არ თქვა უარი აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამ ქვეყნის ნგრევა გაგრძელდება ბევრად უფრო სწრაფი ტემპით ვიდრე ეს ხდებოდა აქამდე
მე არ ვარ უმადური ადამიანი და აბსოლუტურად სწორად შემიძლია დავინახო ყველა ქვეყნის აშშ-ს მათ შორის დადებითი როლი საქართველოსთვის ეს როლი რომ საქართველოს სწორად გამოეყენებინა ანუ როგორც დამაბალანსენელი ფაქტორი ჩვენი მეორე დიდი მეზობლის რუსეთის ფაქტორის", _ აცხადებს სარიშვილი.