ინტერნეტ გვერდი yellowpress.ws. სანქტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორის ანატოლი სობჩაკის ქვრივის, ლუდმილა ნარუსოვას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" გამოქვეყნებულ სტატუსებს აქვეყნებს.
„სანქტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორის ანატოლი სობჩაკის ქვრივის, ლუდმილა ნარუსოვას რუსი ხალხის მიმართ შემზარავი და უკიდეგანო სიძულვილის შესახებ დიდი ხანია ცნობილია.
თუმცა, ყოფილი სენატორის ღვარძლიანმა ტირადამ, რომელსაც იგი „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, რუსოფობების ყველაზე ცნობილი სახეობებიც კი შოკში ჩააგდო. მსგავსი ანტირუსული განწყობა არ დასიზმრებიათ არც გერმანელ დამპყრობლებს 1941 წელს.
ნარუსოვას ეპატაჟურ ქალიშვილს ქსენია სობჩაკსაც კი, რომელიც თავის დროზე რუსებს "მსხვილფეხა რქოსან პირუტყვებს" უწოდებდა და ებრაელებს ადიდებდა, მსგავსი რამ არ გაუბედია.", _ წერს რედაქცია და აღნიშმავს, რომ ლიუდმილა ნარუსოვამ, რომელსაც ებრაული ფესვები აქვს მამის ხაზით, სლავებზე მოსეს შთამომავლების აშკარა უპირატესობის დემონსტრირება გადაწყვიტა.
ინტერნეტ-გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია ლუდმილა ნარუსოვას „ტვიტერზე" გამოქვეყნებული გამონათქვამები:
„რა განასხვავებს ებრაელებს რუსებისაგან? ებრაელებს შეუძლიათ შექმნან ქვეყანა უდაბნოში, რუსები ყველაფრისგან უდაბნოს ქმნიან!".
ნარუსოვას აზრით, ჩეჩნები და ტაჯიკებიც კი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ, ვიდრე რუსები.
„ჩეჩნები უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ, რუსები კი არა, ჩეჩნებს დაბადებისა და სიკვდილის არ ეშინიათ, სიცოცხლის არ ეშინიათ, რუსები სიცოცხლის ღირსნი არ არიან, რადგანაც ლაჩრები არიან".
„რუსზე უარესი მსოფლიოში არავინაა! ტაჯიკებიც კი უფრო თავისუფლების მოყვარული ხალხია", - წერს ნარუსოვა.
ნარუსოვას მტკიცებით, რუსებს არ აქვთ არა თუ საკუთარი კულტურა, არამედ საკუთარი ენაც კი.
„რუსული ენისგან ცოტა რამ დარჩა და იყო კი ის იმთავითვე რუსული ენა და რუსული კულტურაც სადავო ცნებაა!".
ნარუსოვა სვამს კითხვას:
„მაინტერესებს სად არის სინამდვილეში ბოროტი მხარე? იქნებ რუსი ხალხი ამჟამინდელი განსახიერებით თავად არის ბოროტება!!!?".
და იქვე აღნიშნავს:
„ამოწყვეტა! ყველა, რაც უფრო ცოტა ხალხია, მით უფრო მეტი ჟანგბადია! თქვენ ხელს გიშლით რუსი ხალხი, უნდა მოხდეს მათი ლიკვიდაცია!".
ნარუსოვა განმარტავს:
„არ მოგიწოდებთ ხელისუფლების შეცვლისაკენ! მოგიწოდებთ ხალხის შეცვლისკენ!".
საბოლოოდ, ნარუსოვა ასკვნის, რომ რუს ხალხს გადარჩენის უნარი აქვს და მაგალითად რუსი ბომჟი მოჰყავს.
„მსოფლიოს არც ერთ ერს არ ჰყავს იმდენი ბომჟი, რამდენიც რუსეთს. რატომ გინდათ ნებისმიერი ხერხით გადარჩეთ?".