იაშვილის კლინიკაში თურქტული კომპანია „ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპი" სამომავლოდ მართლაც გეგმავდა თუ არა 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, ეს ოფიციალურ დონეზე დეკლარირებული არ იყო და იყო მხოლოდ ინვესტორის სურვილების დონეზე.
„არავინ არ იცის მათ გარდა გეგმავდნენ თუ არა იცინი მართლაც ინვესტიციის განხორციელებას. ეს უცნობია და ოფიციალურად დეკლარირებული არ ყოფილა", _ განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, ამ დროისათვის იაშვილის კლინიკაში სამკურნალო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სამინისტროს უკვე აქვს მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა რომლის გაანალიზებაც აუცილებლად ხვალამდე მოხდება.
„იაშვილის კლინიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოვთქვამ წუხილს. არ მოხდა გაანალიზება იმ პრობლემებისა რაც შეიძლებოდა მოყოლოდა ამ უხეშ ცვლილებას. კლინიკაში ბოლო პერიოდში სამკურნალო პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და ხარვეზები არ არის. ჩვენ ახლა ვაანალიზებთ მონიტორინგის ჯგუფიდან წარმოდგენილ მასალებს. ეს პროცესი დასრულდება დღეს ან ხვალ და ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას", _ განაცხადა სერგეენკომ.