სირიაში ქიმიური იარაღის გასანადგურებლად მინიმუმ ერთი წელია საჭირო. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა.
Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასადმა აღნიშნა, რომ აპირებს ქიმიური იარაღის გადანდგურებას, მაგრამ ამისათვის ხელისუფლებას თითქმის ერთი წელი დასჭიორდება.
მან ასევე განაცხადა, რომ 21 აგვისტოს დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღი სამთავრობო სამხედრო შენაერთებს არ გამოუყენებით.
უნდა აღინიშნოს, რომ სირიის მიერ ქიმიური იარაღის განადგურების გეგმა გასულ შაბათ-კვირას აშშ-მა და რუსეთმა შეათანხმეს.
დასავლეთი მოითხოვს, რომ სირიის მიერ ქიმიური იარაღის განადგურების გეგმა გაეროს რეზოლუცის იქნას გამყარებული. რუსეთი კი ამ წინადადების წინააღმდეგ გამოდის.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 1000-მდე ადამიანი დაიღუპა.
2011 წლის მარტიდან სირიაში მიმდინარე კონფლიქტს 100 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები