ირინა სარიშვილი აცხადებს, რომ მასში, დღესდღეობით ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი ეჭვს იწვევს. განცხადება ამის შესახებ, პოლიტიკური პარტია „იმედის" თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„დღესდღეობით ჩემში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი ეჭვს იწვევს - მაგრველაშვილი ეჭვს იწვევს იმისატომ, რომ ის ჩემთვის როგორც პრეზიდნეტი ცარიელი ადგილია, მე მას პიროვნულად არანაირი შეირაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ ეს ადამიანი ივანიშვილთან ერთად თუ ივანიშვილის გარეშე ვერანაირად ვერ იქნება რეალური პრეზიდენტი და რეალური შემცვლელი ისედაც დაცარიელებული ფუნქცების საპრეზიდენტო ინსტიტუტისა",_ აცხადებს ირინა სარიშვილი და საუბარს დავით ბაქრაძეზე აგრძელებს.
„დავით ბაქრაძეზე, ხომ საერთოდ ზედმეტია კომენტარი. ბაქრაძე, რომელიც კრავივით იქცევა დღეს და რომელიც თვითგვემით არის დაკავებული და ლამის სააკაშვილის გამო და ყველას მაგივრად მოიხადოს ბოდიში და თან ის, სააკაშვილს უკვე პოლიტიკურ გვამს უწოდებს რომ ამით გამოძვრეს სიტუაციიდან", _ აცხადებს სარიშვილი და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ის არ არის დარწმუნებული, რომ ის ბოლომდე სანდოა მისი სიტყვებიდან გამომდინარე.
„ნინო ბურჯანაძე, რომელიც მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე სანდოა იმ თავისი სიტყვებიდან გამომდინარე რასაც ამბობს.
დღეს მისი პოზიცია, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის უდავოდ მისაღებია, მაგრამ რამდენად სანდოა წინასაარჩევნოდ ასეთი მომგებიანი გამოსვლები ეს უკვე სხვა საქმეა, იმიტომ, რომ ჩვენ ბურჯანაძეც და სხვა პოლიტიკოსებიც გვინახავს სამწუხაროდ, პოლიტიკურად ცოტა გაჭირვებულ მდგომარეობაში როგორები არიან და შემდეგ როგორები ხდებიან, როდესაც თავის მიზანის მიაღწევენ. ამიტომ ჯერ ჯერობით მე მიუხედავად იმისა, რომ პოზიციური თანხმევდრა აბსოლუტური მაქვს მასთანაც და სასაცილო კანდიდატებთანაც, იმიტომ რომ კოჰაბიტაციის წინააღმდეგ თითქმის ყველა გამოდის , ჯერჯერბით მე ფავორიტი არ მყავს", _ აცხადებს ირინა სარიშვილი.