ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთ. დირიჟორი ნიკა რაჭველი თანამდებობიდან გადადგა.
25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენრი კულტურის სამინისტროსთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას გააცნობს ახალ დებულებას, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური ორგანიზაციებში არსებული მართვის სისტემის მიხედვით მომზადდ
ნიკა რაჭველმა გადადგომის შესახებ საზოგადოებას თავად საკუთარ ფეიბუკის გვერდზე ამცნო:
დაინტერესებულ მკითხველს და ჩემი შემოქმედების გულშემატკივრებს გთავაზობთ ჩემი განცხადების ფოტო-ვერსიას. იგი ჩემი ინიციატივით დაიწერა ა.წ. 20 აგვისტოს და მყისვე იქნა დაკმაყოფილებული. ვამაყობ, რომ ჩემი ინიციატივით და ამჟამინდელი კულტურის მინისტრის მხარდაჭერით ამიერიდან ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთ. დირიჟორს თავად ორკესტრის მუსიკოსები აირჩევენ. ეს არის ჩვენი სფეროს შემოქმედებითი მართვის სისტემაში პირველი ევროპული ნაბიჯი! მე მზად ვარ მთლიანად მივენდო ორკესტრს და მათ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც უდიდესი მაესტროები ანდობდნენ "ბედს" და დღესაც ემორჩილებიან ორკესტრის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებებს დანარჩენ ცივილურ მსოფლიოში. დიდი მადლობა ყველას, ვინც გასულ წლების ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში გვერდით მედგა მეც და ჩვენს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს. აქვე მინდა საჯაროდ წარმატებები ვუსურვო კულტურის მინისტრის მიერ მუსიკალური ცენტრის ახლად დანიშნულ გენერალურ მენეჯერს ნინო ნახუცრიშვილს, რომელმაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა იტვირთა (თუმცა როგორც აღმასრულებელი დირექტორი საორგანიზაციო საქმეებს აქამდეც სწორედ იგი ართმევდა თავს ძალიან მაღალ ხარისხში), როგორც ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმთავრესი და ყველაზე აქტიური მუსიკალურ-საკონცერტო ორგანიზაციის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა!
ნიკოლოზ რაჭველი