უკრაინის მთავრიობამ ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინის ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების პროექტს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ შეთანხმება ხელს შეუწობს უკრაინაში წარმოებული საქონლის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას.
სავარაუდოდ უკრაინიდან იპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადი 1,5 ჯერ შემცირდება.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ეფექტი ხელშეკრულებას სოფლის მეურნეობისთვის ექნება, ასევე შესაბამისი სტიმულირება მოხდება მეტალურგიაში, კვების მრეწველობის, ტრანსპორტის და სხვა სფეროებში.