რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დიცთან ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაობის პროცესი შეაჩერეს.
ადგილობრივი მკვიდრის ილია ბერუაშვილის განცხადებით, ჯარისკაცებმა სმაუშაოები დღეს დილით განაახლეს, თუმცა მოგვიანებით რკინის კონსტრუქციების გასამაგრებელი ბოძების დემონტაჟი დაიწყეს.
"დღეს დილით განაახლეს სამუშაოები, ბოძები ჩაარჭვეს, ჩვენი ტერიტორიების და ბაღების ნაწილი თითქოს დაგვიტოვეს. შემდეგ რაღაც ბჭობა ჰქონდათ, ისევ გადავიდნენ სასაფლაოს ტერიტორიაზე, იქაც ილაპარაკეს და არ ვიცი რა გადაწყვიტეს და რის გამო წავიდნენ. ახლა აღარ მუშაობენ და ერთი რამე მაფიქრებს და მასინებს, რომ არ გადაიფიქრონ და ჩვენი სახლები და ბაღები არ მოიყოლონ,"- განაცხადა ილია ბერუაშვილმა.