"შემაშფოთებელი ფაქტია საზღვრის გადმოწევა,"- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დიცში ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის და მავთულხლართების გავლების ფაქტის კმენტირებისას ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება. საზღვრების გადმოწევას განიხილავენ ჟენევაშიც. ჩვენ უნდა ვეცადოთ დავამყაროთ კავშირი აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან, რადგან შემდეგ უფრო იოლი გახდეს მათთან ურთიერთობა. შემაშფოთებელი ფაქტია საზღვრის გადმოწევა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ შევიდეთ დიალოგში,"- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსმა მესაზღვრეებმა საქართველო ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცთან მავთულხლართების გავლების პროცესი განაახლეს. აღნიშნულის გამო, სოფლის მოსახლეობა სასაფლაოს, სარწყავი წყლის და საძოვრების გარეშეა დარჩენილი.