,,პროკურატურა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესს შეგნებულად წელავს", _განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ,,თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ხელმძღვანელმა თეა თუთბერიძემ თავადაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესის კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალაიას გამოშვება არ აწყობს, რადგან არჩევნებზე ხმებს დაკარგავს,
„გუშინ უნდა გამართულიყო პროცესი სადაც განიხილებოდა საქმე ე.წ. "კრიმინალური ავტორიტეტები ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ". პროცესი გადაიდო, რადგან ბრალდებული მხარე არ გამოცხადდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები და ცდილობს გაწელოს პროცესი. სავარაუდოდ შემდგომ პროცესზე ბრალდებული მხარე სხვა პროკურორს წარადგენს, რომელიც დროს მოითხოვს საქმის გასაცნობად. ესეც იმიტომ, რომ პროცესი გაიწელოს," - განაცხადა თუთბერიძემ.