საპარლამენტო უმცირესობის წევრიი გიორგი ბარამიძე რუსეთის მხრიდან, მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს. ის ხელისფლებას მოუწოდებს დროული რეაგირება მოახდინოს სოფელ ,,დიცში" მიმდინარე მოვლენებზე. როგორც ცნობილია რუსმა მესაზღვრეებმა გუშინ სოფელ ,,დიცში" სასაზღვრო სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.ბარამიძე აღნიშნულ ფაქტს შეურაწმყოფელ ქმედებად აფასებს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დეპუტატი პოლიტიკურ ოპონენტებს საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს რომ ,,როდესაც ქვეყნის ინეტერესებს ეხება საქმე, როდესაც ქვეყნის მტრის მოგერიებას ეხება საქმე, ყველა ერთად უნდა ვიყოთ"-ასე განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები