ქართულ მედია საშუალებებთან ურთიერთობა უაღრესად სასიამოვნოა, მაგალითისთვის მოვიყვან GHN-ს, განაცხადა ონლაინკონფერენციაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა კითხბის საპასუხოდ, რომელიც ქართულ მედიასთან ურთიერთობას ეხებოდა.
„მე კვლავაც ვეცნობი ქართულ მედიას, მაგრამ ზოგადი შთაბეჭდილება მექმნება, ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედია უფრო მეტად გათავისუფლდა. დავამატებდი, რომ პირადად, ჩემთვის, ქართულ მედია საშუალებებთან ურთიერთობა უაღრესად სასიამოვნოა, მაგალითისთვის მოვიყვან GHN-ს, რომელთანაც ყოველთვის კარგი თანამშრომლობა და ურთიერთგაგება გვაკავშირებს. უაღრესად ვაფასებთ პროფესიონალიზმს, რომელიც არის ამ სააგენტოში და სხვა ქართულ მედია საშუალებებში", - განაცხადა ფუქსმა. .